Saturday, July 24, 2010

ჩემი პატრონი მანქანას ყიდის

ჩემი პატრონი მანქანას ყიდის.
ანუ მე მყიდის...
გამწირა....................

ისე არ ვუყვარვარ რო არც აბაზრებს რო მყიდის, უტყდება.
ამიტო ვეცდები ჩემ თავზე ერთი ორი სიტყვა მეთითონ ვთქვა, მესამე პირში მოვყვები....

დავიწყებ:
ეს უნიკალური ავტომობილია, მე ვიტყოდი საკოლექციო რარიტეტი. უბრალოდ საქართველოში ჯერ არაა კოლექციონერების თემი იმდენად მოძლერებული, რომ ასეთი ძვირფასი საკოლექციო ნიმუშები ადვილად შეიძინონ...

დავიწყოთ ინტერიერით. მანქანას აქვს მწვანე საჭე!!!!!!!!!

დააკვირდით, სრულიად მწვანე საჭე... ეს პირველ რიგში მისი მფლობელის დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. სურვილი იმისა გამოირჩეოდე ამ ერთფეროვან სამყაროში, ალბათ ყველას აწუხებს, თუმცა მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ საკუთარი თავის გარშემო შექმნან ის განუმეორებელი სტილი, რაც მათ ნამდვილად გამოარჩევს და თან ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალურობას.
მწვანე საჭიანი მანქანა საქართველოში ერთადერთია. თუნდაც ეს დეტალია საკმარისი იმისათვის, რომ მანქანა შევიძინოთ.

ისტორია... ეს ავტომობილი 4 ჯერ არის დაჯარიმებული არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. ეს უკვე ისტორიაა, ეს უკვე ის ამბავია, რაც ამ ნივთის ხასიათს აყალიბებს. თქვენ ყიდულობთ არა ცარიალ, უბრალო ნივთს, არამედ ამბავს რომელიც ამ ნივთს მოყვება, მის შარმსა და აურას.



წარმოიდგინეთ ამ მანქანით სიარულისას პატრული გადაამოწმებს ნომრებს ბაზაში, ამოუვარდება 4 სიმთვრალის ჯარიმა და გახარებული გაჩერებთ, აქ იწყება მხიარული საუბარი... თქვენ ყიდულობთ გართობას ამ მანქანასთან ერთად.
ამიტომაც არ უნდა შეცვალოთ მანქანის ნომერი wuw... ეს ცნობადი ნომერია,.. ქალქაში შეამჩნევთ რომ არაერთი საპატრულო ეკიპაჟი გამოგაყოლებთ ღიმილიან მზერას... ზოგიერთები დაბოღმილსაც. თან ლათინური ნომრის ქართულ კლავიატურაზე გადაყვანით ვიღებთ კომპბინაციას წუწ–355 რაც ასევე უამრავ ფანტაზიებს აღვიძებს... SHIFT (WUW - 355)



ყველაზე მთავარი!!!!
მანქანა არის იაპონური, და იაპონელებს ძალიან ყვართ ნავაროტები, დისკები, სპოილერები და ათასი გამალამაზებელ მომხიბლელი კოხტაპრუწობები მანქანაზე.
ეს კია რის ერთადერთი ავტომობილი მინიმალური – ,,წარბის'' ნავაროტით. ყველამ იცის რომ მანქანები გვანან ადამიანებს... ყველა მანქანა რაღაც სახეს ქმნის, მკაცრი, მოწყენილი, ბავშვური და სხვა..
ამ მანქანას კი ლეგენდარულმა იაპონელმა დიზაინერმა ნიკეცო გოგისაკურამ შეუქმნა უნიკალური იერი.. ერთი ხელის მოსმით. მანქანის ცხვირზე არსებული პლასტმასი შეცვალა შავით რითაც მანქანამ მიიღო ,,ერთი გადაბმული წარბის'' ეფექტი და საერთოდ შეიცვალა მისი იერსახე... ავტომობილი კარგად ჩაეწერა ქართულ ხასიათში... თავისი ერთი გადაბმული წარბით.



დაფიქრიდთ, გეძლევათ უნიკალური შანსი იყოლიოთ ყველაზე ორიგინალური ავტომობილი.

პ.ს. მანქანას არაფერი არ ჭირს.

3 comments:

  1. მაგარი მანქანა ხარ!
    ბლოგიც კარგი გქონია.

    ReplyDelete
  2. shenc kargi manqana xar SAG :)))) tumca me ufro zveli var da svoi...

    tu rame ver gaige am qalaqshi amodi vashlijvarshi da mkitxe..

    telefonze ar mkitxo, xo ici, visminebti kvela

    ReplyDelete
  3. მანქანას ჭირს პატრონი

    ReplyDelete